საქართველოში დასაქმების მსურველთა დეფიციტია - კვალიფიცირებული კადრები ქვეყნიდან გარბიან

30.07.23 16:03
საქართველოში დასაქმების მსურველთა დეფიციტია - კვალიფიცირებული კადრები ქვეყნიდან გარბიან

საქართველოში კადრების დეფიციტია. თუ ადრე ერთ ვაკანსიაზე ასობით განაცხადი შედიოდა, ახლა ეს ციფრები ათის ფარგლებში მერყეობს. 

პრობლემა მასობრივი მიგრაციის გამო შეიქმნა. განსაკუთრებით მწვავედ ეს  ბიზნეს სექტორზე აისახა. დასავლეთსა და ევროპაში განათლება მიღებულ თაობას სამშობლოში გაჩერება უპერსსპექტივობის გამო აღარ უნდა.

რესტორნებისა და სხვა და სხვა ობიექტების მფლობელები ამბობენ, რომ არათუ კვალიფიცირებული, არამედ გამოუცდელი კადრის პოვნაც კი გართულდა. მათი თქმით, წინა წლებტან შედარებით ხელფასები თითქმის გაორმმაგებულია, თუმცა დასაქმების მსურველი მაინც არ არის. 

კვალიფიცირებულ კადრებზე უკვე აღარ არის ლაპარაკი, არაკვალიფიცირეული კადრებიც კი არ არსებობს. იმდენად დიდი სიმცირეა, რომ არ ვიცი... გავზარდეთ ხელფასი ერთნახევარჯერ - არ არის ხალხი, გავზარდეთ ორჯერ - არ არის ხალხი. ჩემი აზრით, მთავარი თემაა, რომ ხალხი მიდის უცხოეთში და იქ საქმდება ყველანაირი არაკვალიფიცირებული საქმით. გავხადოთ ერვოპული ხელფასები ნიშნავს, რომ უნდა გავყიდოთ ყველაფერი სიეთ ფასებში, როგორ ფასებშიც არავინ იყიდის, - ამბობს რესტორატორტა ასოციაციის ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე.

სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ტენდენცია შენარჩუნება, დიდი ალბათობოთ, ბიზნესს ადამიანები საერთოდ აღარ ეყოლება.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ ქვეყნიდან მოქალაქეების გადინება წყალს მხოლოდ "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს. 

ასეთი მდგომარეობა აწყობს საქართველოს ხელისფლებას, ქვეყანა უკმაყოფილო ადამიანებისგან იცლება. მხოლოდ 2 წელიწადში 87 ათასმა მოქალაქემ დატოვა 2012 წლიდან დღემდე 245 ათასი ადამიანი გავიდა და 2024 წლამდე თუ ასე გაგრძელდა, დაემტაბეა კიდევ ერთი 100 ათასი და ეს იმას ნიშნავს, მათი ნაწილი უკმაყოფილო ჩვენი მოქალაქეა, შემდეგ მოიტყუეიბიან და იტყვიან, რომ უმუშევრობა შემცირდა. და მართლადმ უმუშევრობა შემცირდება თუ ქვეყანა დაიცალა, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე. 

 

მსგავსი სიახლეები