რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის! - ბათუმში დაგეგმილ აქციას სტუდენტები უერთდებიან
ბათუმში დაგეგმილ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან. საუბარია პორტში 31 ივლისს რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლაზე, რომელსაც ამ ჯერზე რუსი პროპაგანდისტები ჩამოჰყავს.
განცხადებას საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე თავად ახალგაზრდები ავრცელებენ.
"სტუდენტები მივემართებით ბათუმისკენ, რათა შესაფერისად დავხვდეთ რუსულ გემს. იგი 31 ივლისს, დილის 6 საათზე ჩერდება პორტში. ამ დროიდან დავიწყებთ შეკრებას. ცხრიდან ათ საათამდე კი გელით ყველას. განრიგის მიხედვით, სწორედ 10 საათზე აპირებენ რუსი „ტურისტები“ გემიდან გადმოსვლას და ბათუმის გარშემო ტურებში ჩართვას. ოკუპანტებს დავხვდებით ცოცხალი ჯაჭვით და მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ. რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის!", - ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.