ძალადობა მოქალაქეზე - საკონსტიტუციოში ამტკიცებენ, რომ მოსამართლე ტურავა ინციდენტს არ შესწრებია
იყო თუ არა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილში მერაბ ტურავა, როცა რუსთაველზე სპეც სამსახურის თანამშრომელმა მოქალაქე სცემა? - საკონსტიტუციო სასამართლოში ამტკიცებენ, რომ მოსამართლე ადგილზე არ ყოფილა. ამის მხედავად, . ცნობილია, რომ ესკორტის წევრის მხრიდან მოპედის მძღოლზე განხორციელებული ძალადობა, რომლის კადრებიც "შაბათის ეთერმა" გაასაჯაროა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ემსახურებოდა.
საკონსტიტუციოს თანამშრომლებიამბობენ, რომ ტურავა მივლინებაშია, მისმა ხოლო კონკრეტულად ვინ ზრუნავს მოსამართლის უსაფრთხოებაზე, არ იციან.
თავმჯდომარე იმ მანქანაში არ იმყოფებოდა და არც ამ ინციდენტის შესახებ ჰქონდა მას ინფორმაცია. ეს არის მისი პასუხი. დანარჩენი ვისი რა მანქანაა, როგორ, ვინ არის თქვენს მიერ დასახელებული დაცვის წევრი, ეს ყველაფერი ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მას უნდა მიმართოთ. ესკორტის თანამშრომლები ჩვენი თანამშრომლები არ არიან, შესაბამისად, ჩვენ ვერ გეტყვით იმ დღეს, იმ კადრებში, რომელიც თქვენ აჩვენეთ, იყვნენ თუ არა ის თანამშრომლები, რომლებიც ემსახურებოდნენ ბატონ მერაბს. ინციდენტის შესახებ გაიგო (ტურავამ) თქვენი სიუჟეტიდან, - ამბობს თამუნა მჟავანაძე.
ადვოკატი ბექა ბასილაია კი შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე საუბრობს.
რამდენადაც სიუჟეტში გასულ ინფორმაციაში იდენტიფიცრდება, რომ ეს ავტომობილი ეკუთვნოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და ამს ამსახურის თანამშრმლები ისხდნენ შიგნით, ეს შეიძლება იყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ქვემდებარე ან გენერალური პროკურატურის ქვემდებარე, ვინაიდან სამოხელეო დანაშუალი ნიშნები შეიძლება იკვეთებოდეს. არის თუ არა ეს საერთოდ დანაშუალი ან არის თუ არა სამოხელეო დანაშაული, ამ კითხვაზე პასუი უნდა გასცეს გამოძიებამ, ვინაიდან სამსახურეობრივი შემოწმება არ არის ის სამართლებრივი ფორმატი, რაშიც უნდა გაირკვეს და მიეცეს სამართლებრივი შეფასება იმ ქმედებებს, რაც კადრებში ვიხილეთ. კადრებში ჩანს ძალადობრივი ქმედება, თუ ასე არ იყო, მაშინ გამოძიებამ უნდა გასცეს ამას მკაფიო პასუხი, - ამბობს ინტერესების დამცველი.
მაღალჩინოსნების სამთავრობო დაცვამ მოპედის მძღოლი სასტიკად სცემა, ფაქტის ამსახველი ვიდეო-კადრები "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერმა მოიპოვა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 19 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, 22:54 საათზე მოხდა.
მოპოვებული კადრებით დგინდება, რომ რუსთაველის მეტროდან თავისუფლებისკენ მიმავალ სამთავრობო ესკორტის მანქანას "ბასლაინზე" გადასვლა უნდა, რაშიც მას ხელს მოპედით მოძრავი მძღოლი უშლის. სწორედ ამ დროს, ავტომობილებიდან სამთავორბო დაცვის წევრები გადმოდიან და მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდებიან.