"ერთად დავიცვათ ქვეყნის ღირსება" - ბათუმში დაგეგმილ აქციას "ლელოც" უერთდება
ბათუმში დაგეგმილ აქციას, სადაც რუსული გემით ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანსიტების შემოსვლას გააპროტესტებენ, "ლელოც" შეურთდება. განცხადება ამის შესახებ პარტიის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკთეს.
ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ საკუთარი ღირსება საქართველოს მოქალაქეებმა ერთად უნდა დაიცვან.
ხვალ დილის 6 საათზე ბათუმის ნავსადგურში ისევ შემოდის რუსული საკრუიზო გემო "ასტორია გრანდე''. ბორტზე ამჯერად, პირდაპირ პუტინის პროპაგანდისტები არიან. ადამიანები, რომლებიც ამართლებენ უკრაინაში ომს და გარდა ამისა, ამ გემის მგზავრები ვნახეთ, რომ არ იცავენ საქართველოს კანონებს, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ოკუპაციის კანონს. გამომდინარე აქედან, მე მოვუწოდებ ბათუმელებს, რომ ხვალ, დილის 6 საათზე, დავხვდეთ ოკუპანტებს ისე, როგორც ისინი იმსახურებენ - შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი და ერთად დავიცვათ ამ ქვეყნის ღირსება და თავმოყვარეობა, - ამბობს ვაჟა დარჩია.
შეგახსენებთ, რომ რუსული საკრუიზო გემი "ასტორია გრანე" ბათუმის პორტში ხვალ შემოვა.