"ოცნების" პროპაგანდა ჩამოიშალა - ციხეებში ისევ აწამებენ და აუპატიურებენ

30.07.23 20:23
"ოცნების" პროპაგანდა ჩამოიშალა - ციხეებში ისევ აწამებენ და აუპატიურებენ

 

 

პატიმრის წამება და გაუპატიურება - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ,  ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები და მმართველი პარტიის ბოსები დუმილის რეჟიმში არიან. ჯერ ვერავინ ბედავს გამოეხმაუროს ამბავს, რომლითაც "ქართული ოცნების" წლობით ნაშენები პროპაგანდა ჩამოიშალა. 

ირკვევა, რომ მსჯავრდებულებს  ციხეებში დღესაც არაადამიანურად ეპყრობიან, ამცირებენ და აშანტაჟებენ, თუმცა ახლა 2012 წლისგან განსხვავებით დანაშაულის უკან არა ბადრაგი და ციხის თანამშრომლები, არამედ ე.წ. გავლენიანი მსჯავრდებულები დგანან.

შაბათის ეთერის გამომძიებლემა ჟურნალისტებმა ჩაწერეს ინტერვიუ ყოფილ პატიმართან, რომელიც ციხის საკანში ორჯერ გააუუპატიურეს.  უმძიმესი ინტერვიუს ეთერში გასვლიდან 23 საათია გასული. ოფიციალურად საქმეს გენინსპექცია იძიებს, მაგრამ ადვოკატები აცხადებენ, რომ ქუთაისის მეორე ციხეში ე.წ.  გავლენიანი პატიმრის მიერ გაუპატიურებული თანამოსაკნის ამბავზე რეაგირება გენერალურმა პროკურატურამ  უნდა მოახდინოს. მათი თქმით, პასუხი კი უნდა აგოს როგორც მოძალადემ, ისე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.