ვინ სცემა მოპედის მძღოლი - სახელმწიფო დაცვის სამსახური დუმილის რეჟიმშია

30.07.23 20:02
ვინ სცემა მოპედის მძღოლი - სახელმწიფო დაცვის სამსახური დუმილის რეჟიმშია

 

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ამ დრომდე არ ამბობს, ემსახურებოდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ესკორტი, რომლის მძღოლმაც რუსთაველის გამზირზე მოქალაქე სცემა.

კონკრეტულ კითხვას დღეს პასუხი მხოლოდ სასამართლოს პრესსამსახურმა გასცა. ირწმუნებოდნენ, რომ  მთავარი სასამართლოს მთავარი მოსამართლე თავდასხმის დროს მანქანაში არ ყოფილა. პრესამსახურის მტკიცებით, მერაბ ტურავამ "ტვ პირველის" ეთერში ნახა პირველად კადრები, სადაც დაცვის წევრის მიერ ჩადენილი ძალადობა და სამოხელეო დანაშაული ჩანს.

თუ დადასტურდა, რომ ტურავა ავტომოვილში  ნამდვილად არ იჯდა, მაშინ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურმა უნდა ახსნას, სად ეჩქარებოდა ესსკორტს, როცა ღამის 22:00 საათზე -  ავტობუსის ხაზში გადაადგილდებოდა. 

ამ დრომდე დუმს ნაცემი მოპედის  მძღოლიც. ოპოზიცია ეჭვობს, რომ  სამართალდამცველებმა ახალგაზრდა კაცი დააშინეს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.