საყვირები, პლაკატები და ეროვნული დროშები - რუსულ ლაინერს ბათუმში პროტესტით დახვდებიან
რუსული გემი ზღვაშია. საკრუიზო ლაინერს საქართველოში რუსი პროპაგანდისტები მოჰყავს, ბათუმში კი პროტესტისთვის ემზადებიან. ქართულ დროსტარებაზე შეყვარებულ რუსებს აქციით დახვდებიან. საყვირები, პლაკატები, ეროვნული დროშები და ანტისაოკუპაციო წარწერები - პროტესტის მონაწილეებს პორტში მიაქვთ ყველაფერი, რითიაც პუტინის მეხოტბეებს დისკომფორტს შეუქმნიან. მთავარი გზავნილი ასეთია : "რუსული გემების ადგილი საქართველოში არ არის".
რიგითი მოქალაქეების, სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკოსების მიზანია გამთენიისას, როცა გემიდან მგზავრების ჩამოსვლა და ტურებში ჩართვა იგეგმებ, გასართობად ჩამოსულებს გეგმები თავდაყირა დაუყენონ. შეხვედრის დრო და ადგილი დასახელებულია - ბათუმის პორტი, დილის 6 საათი. სწორედ ამ დროს ჩამოდგება რუსი პროპაგანდისტებით და რუსი არტისტებით სავსე გემი ბათუმის სანაპიროზე.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.