ფოტოებით მოყოლილი რუსეთ-უკრაინის ომი - მწერალთა სახლში გამოფენა გაიხსნა

30.07.23 20:39
 ფოტოებით მოყოლილი რუსეთ-უკრაინის ომი - მწერალთა სახლში გამოფენა გაიხსნა

ადამიანური ტრაგედიები და ფოტოებით მოყოლილი რუსეთ-უკრაინის ომი - დღეს მწერალთა სახლში გამოფენა გაიხსნა, სადაც ხუთი უკრაინელი ფოტოგრაფის მიერ ომის პერიოდში გადაღებული კადრები გამოფინეს. ნამუშევრები რუსეთის სისასტიკეს და აგრესიას აღწერს. 

24 თებერვალს  პუტინის დაწყებული ომის გამო უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი კი ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.