ბათუმში პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეები რუსებისთვის განკუთვნილ ავტობუსს პორტთან არ უშვებენ
ბათუმში აქცია გრძელდება - ახალგაზრდებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და რუსი ოკუპანტებისთვის განკუთვნილ ავტობუსს პორტის ტერიტორიაზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ავტობუსს წინ გადაუდგნენ, გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ და ტრანსპორტის გადაადგილებას ასე აფერხებენ.
მანამდე პორტის მიმდებარედ ხმაური და დაპირისპირება იყო. პოლიციელებმა აქციის 10-მდე მონაწილე ძალის გამოყენებით დააკავეს.