რუსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო
რუსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო. რეისების შესახებ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბათუმი აღარ იძებნება.
მანამდე არსებული ინფორმაციით, რუსული გემი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. გემს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა.