ვრცელდება ფოტოები, რომ ქართველი პოლიციელები რუსულ გემზე იმყოფებიან
ქართელი პოლიციელები რუსულ ეგმზე "ასტორია გრანდეზე" იმყოფებიან. ფაქტს გავრცელებული ფოტოები ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.