ბათუმში ისევ დაძაბული ვითარებაა - რუსი პროპაგანდისტები პოლიციას პორტიდან ეტაპობრივად გამოჰყავს

31.07.23 11:11
ბათუმში ისევ დაძაბული ვითარებაა - რუსი პროპაგანდისტები პოლიციას პორტიდან ეტაპობრივად გამოჰყავს

საკრუიზო გემის მგზავრების ნაწილი უკვე ხმელეთზეა. რუსები პოლიციას პორტიდან ავტობუსებით  ეტაპობრივად და დაცვის სპეციალური ზომების გამოყენებით გამოჰყავს.

ბათუმის პორტთან ამ წუთებში ვითარება უკიდურუსესად დაძაბულია. სამართალდამცველები გზის გახსნას ცდილობენ, რომ სოჭიდან წამოსულებს ტერიტორია ზედმეტი დისკომფორტის გარეშე დაატოვებინონ. აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით სკანდირებენ სიტყვებს "რუსებო!" "მონებო!". მათ ასევე ავტობუსს, რომელსაც პორტიდან რუსები გამჰყავდა, კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. 

"ყველაფერს თავი დაანებეთ, გიორგი ანწუხელიძის არ გრცხვენიათ? 24 წლის ბიჭის არ გრცხვენიათ? რას აკეთებთ?", " აფხაზეთიდან გამოგვყარეს, სამაჩაბლოდან გამოგვყარეს, რუსებს როგორ იცავთ, ხალხო?!",  "მრცხვენია აქ რომ დგახარ და ამ ღორებს იცავ!", - ამ სიტყვებით მიმართავენ საქართველოს მოქალაქეები პოლიციას, რომელიც რუს პროპაგანდისტებს იცავს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.