"მილიცია" - ფოტო აქციიდან

31.07.23 11:18
"მილიცია" - ფოტო აქციიდან

ბათუმში პოლიციის კუთვნილ მანქანას ანტირუსული აქციის მონაწილეებმა "მილიცია" დააწერეს. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ქართულ პოლიცია რუსულ მილიციას ემსგავსება, რადგან რუსი პროპაგანდისტების სამსახურში დგას.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტან შსს-მ პოლიცია მოაბილიზა. სამართალდამცველებს რუსული საკრუიზო ლაინერიდან პუტინის მეხოტბე არტისტები და რუსი პროპაგანდისტები ეტაპობრივად, ავტობუსებით გამოჰყავს. 

პარალელურად, რუსების ჩამოსვლას პორტთან საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ და ქართულ პოლიციას "სამარცხვინოებს" და "მონებს" უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.