პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობის გარდა, შსს-მ რუსი პროპაგანდისტების დასაცავად სპერაზმიც გაიყვანა
საპოლიციოს ძალების უპრეცედენტო რაოდენობის გარდა, სოჭიდან წამოსული რუსი პრობაგანდისტების დასაცავად ვახტანგ გოემლაურმა ბათუმის პორტთან სპეცდანიშნულების რაზმიც კი ჩააყენა. ძალოვანი უწყებების წარმოამდგენლებს გოგებაშვილის ქუჩა აქვთ გადაკეტილი და იქ საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. თუ ვინმე პროტესტს გამოხატავს, მათ აკავებენ. კერძოდ, დააკავეს ადამიანი, რომელმაც ავტობუსს, რომლითაც რუსი არტისტები გაჰყავდა, ნაგვის პარკი ესროლა.
ამ მომენტისათვის აქციაზე დაკავებულია 10 პირი. ადმინისტრაციული კოდექსის 166 და 173 მუხლებით. კიდევ ერთხელ მინდა აქციის წევრებს, ყველას მოვუწოდო, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და ჩაატარონ მშვიდობიანად მათი პროტესტი. ნებისმიერი წესრიგის დარღვევაზე პოლიცია მოქმედებს შესაბამისად, - ამბობს პოლიციის უფროსი.
საკრუიზო გემის მგზავრებმა პროგრამის მიხედვით დღეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი უნდა დაათვალიერონ. ერთ-ერთ რესტორანში კი ახლა სტუმრების დასახვედრად ემზადებიან. მათ ქართული ტრადიციული კერძებით და ქართული ღვინოებით გაუმასპინძლდებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.