რუსული საკრუიზო ლაინერი პორტში კანონდარღვევით შემოვიდა - რა საეჭვო გარემოებებზე მიუთითებენ მეზღვაურები

31.07.23 15:08
რუსული საკრუიზო ლაინერი პორტში კანონდარღვევით შემოვიდა - რა საეჭვო გარემოებებზე მიუთითებენ მეზღვაურები

რუსული საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში კანონდარღვევით შემოვიდა. ინფორმაციას "პირველებს" მეზღვაურები აწვდიან. საუბარია პროფესიონალებზე, რომლებიც გემის მოძრაობას თვალს სპეციალური პროგრამის მეშვეობით ადევნებდნენ.

ირკვევა, რომ საათნახევრის განმავლობაში რუსებით სავსე ლაინერი რადარის სისტემებიდან იყო გამქრალი, ეს კი სპეციალისტების განმარტებით, დაუშვებელია. მათი თქმით, როგორც წესი, უნდა ჩანდეს, კონკრეტულად რა აკვატორიაში გადაადგილდება საზღვაო ტრანსპორტი. 

მოქმედი მეზღვაურები მოწუდებენ შსს-ს სასაზღვრო დეპარტამენტს დაუყოვნებლივ შეამოწმონ გემი. 

დღეს გამთენიისას ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოსული საკრუიზო ლაინერი, რომელზეც იმყოფებიან რუსი ოკუპანტები, ჩვენი მტრები, შემოვიდა კანონდარღვევით, როგორც კი გამოვიდა ტრაპიზონის პორტიდან და მიემართებოდა ბათუმის მიმართულებით ხოფის მოპირდაპირედ ანუ ხოფის ტრავერსზე, გათიშა "აისის" სისტემა და შემდეგ ბათუმის პორტის პირდაპირ ჩართო ეს "აისის" სისტემა, აღნიშნულ პერიოდში ამ საათნახევრის პერიოდში ეს "აისის" სისტემა გათიშული იყო. "აისის" სისტემა აჩვენებს, გემი რა პერიოდში, რომელ კოორდინატებში იმყოფება. ვინაიდან, "აიასის" სისტემა გათიშა, კანონმდებლობა და შესაბამისი სტანდარტული პროცედურები ითვალისიწნებს იმას, რომ ეს გემი შემოწმდეს, ვინაიდან ავტომატურად გემი ექცევა საეჭვო გემების სიაში. შესაძლებელია ამ საათნახევრის პერიოდში აღნიშნულ საკრუიზო ლაინერზე მოხვდა სხვა მცურავი საშუალების მიდგომა, ან მგზავრის ჩამოყვანა ან სხვა მგზავრის აყვანა და ა.შ. აქედან გამომდინარე, უნდა განხორციელებულიყო გემის შემოწმება, რაც არ განხორციელებულა, ან პორტში შემოსვლამდე ან პორტში შემოსვლისთანავე, -  ამბობს სპეციალისტი. 

ბათუმის პორტში რუსული გემის კანონდარღვევით შემოსვლას "ოცნება" უარყოფს. 

გემი შემოვიდა და ე.ი. კოორდინატები გათიშული აქვს და მელაძემ და "ტვ პირველმა" აღმოაჩინეთ, კარგი რა. კიდევ ერთხელ ჩემთვის არის მთავარი რამ, თეთრი სახლის პოზიცია, სადაც ითქვა, რომ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომ საქართველო ხელს უწყობს სანქცირებული ტვირთების გვერდის ავლას. გემი ახლა კოორდინატების გარეშე მოძრაობს, ღრუბელ ღრუბელ დავფრინავდიო, ბოდიშს გიხდით მაგრამ ამას მაგონებს, - ირაკლი ზარქუა.