"რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" - 19:00 საათზე პარლმენტთან საპროტესტო აქცია დაანონსდა
"რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" - ამ სახელწოდებით აქცია პარლამენტთან დღეს, საღამოს 7 საათზე გაიმართება. პროტესტის ორგანიზატორები ახალგაზრდული მოძრაობის "ჯიუტი" წევრები არიან.
დღეს, დილის 7 საათზე ბათუმში ისევ შემოვიდა რუსული გემი. ქართულმა პოლიციამ, რუსული მთავრობის დავალებით, ყველაფერი გააკეთა ოკუპანტებისთვის კომფორტის შესანარჩუნებლად. ბათუმში, რუსული მთავრობის დავალებით, 10-მდე მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე დააკავეს. სოლიდარობა სამშობლოს ღირსების მცველებს! თანადგომა ბათუმს! საღამოს შვიდ საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან საკუთარი და სამშობლოს ღირსების დასაცავად", - წერია განცხადებაში.