ბათუმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა- პოლიცია მოქალაქეებს ძალისმიერი მეთოდებით აკავებს
ბათუმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პოლიციამ დაკავებების სერია განაახლა. პროტესტის მონაწილეებმა ავტობუსს, რომელსაც პორტიდან რუსი პროპაგანდისტები გამოჰყავდა, კვეცხები დაუშინეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. სამართლდამცველები აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობენ.
„პირველების“ შეკითხვა, რისთვის და რატომ აკავებენ ძალადობრივი მეთოდებით მოქალაქეებს, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი აგრესიით პასუხობს.
დაზიანებებს არ მივაყენებენ თუ გვაცლით მუშაობას, თქვენ გვიშლით ხელს, თქვენ ნუ გვასწავლით კაცის დაკავებას!... გადაიწიე, გვიშლი ხელს! სად დაინახე ძალადობა? მტკიცებულებებით მესუაბრა! პროტესტ გააჩნია თავისი ნორმები, პოლიციელზე ძალადობა და ლანძღვა-გინება არ არის ნორმალური პროტესტი, - ამბობს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი.