ვაკის პარკის საქმე - სასამართლომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის ბრალეულობაზე იმსჯელა

31.07.23 13:37
ვაკის პარკის საქმე - სასამართლომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის ბრალეულობაზე იმსჯელა

სასამართლო ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე განხილვებს განაგრძობს. დღეს სხდომაზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის ბრალულობაზე იმსჯელეს და მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

გიგა გიგაშვილის ადვოკატების თქმით, ბრალდებულის წინააღმდეგ  პირდაპირი მკიცებულებები გამოძიებას არ აქვს, ამიტომ იმედი აქვთ, რომ მოსამართლე ყოფილ მაღალჩინოსანს გაამართლებს.

დასრულდა მტკცებულებების გამოკვლევა, 41 ტომი იქნა საქმის გამოკვლეული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ირებდა, რა თქმა უნდა, მონწილეობას, დასვა შეკითხვები, კონკრეტულ გარემოებებზე გავამახვილეთ ყურადღება, რაზეც საბოლოოდ, აქცენტები გაკეთდება უკვე დასკვნთ სიტყვაში. დარჩენილია ვიეფირების გამოკვლევა. ბრალებულმა გაამახვილა ყურადღება იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შესაბამისი დოკუმენტები, შესაბამისი დასკვნები ერთება, მათ შორის, შემოწმებული იყო ის  ელექტრომართვის ფარი დამიწებაზე და სხვა და სხვა გარემოებებზე, - ამბობს კახა წერეთელი.