აღმაშენებლის ხეივანზე ტრაილერი ამოყირავდა
თბილისში ტრაილერი ამოყირავდა. შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანზე მოხდა. სატვირთოს მძღოლი, სავარაუდოდ, მობრუნებას ცდილობდა, როცა მანქანა ამოუბრუნდა.
შემთხვევის გამო ქალაქიდან გასასვლელ გზაზე რამდენიმე საათით მოძრაობა შეფერხებული იყო. ტრაილერი ტერიტორიიდან სპეცტექნიკით გაიტანეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.