გომის მთაზე ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ამოტრიალდა - არის მსხვერპლი
გომის მთის გზაზე ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ამოტრიალდა. დაღუპულია ერთი ადამიანი, რომელიც მიკროავტობუსის მგზავრებს გიდობას უწევდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ექიმის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლია.
შემოყვანილია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 პირი. მძიმე დაზიანება პირველადი მონაცემებით არ ვლინდება, მაგრამ უტარდებათ კვლევები. აღენიშნებათ მსუბუქი ხარისხის დაზიანებები", - ამბობს ექიმი.
გომი მთაზე მიკროავტობუსის ამოტრიალების ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ, თუ რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი.