ბათუმი ისევ მოვლენების ეპიცენტრია - ზღვისპირა ქალაქი დღეს პროტესტის ტალღამ მოიცვა

31.07.23 20:05
ბათუმი ისევ მოვლენების ეპიცენტრია - ზღვისპირა ქალაქი დღეს პროტესტის ტალღამ მოიცვა

 

 

 

ბათუმი ისევ მოვლენათ ეპიცენტრია - უკვე თითქმის 24 საათია ზღვისპირა ქალაქი პროტესტის ტალღამ მოიცვა. ბათუმის პორტი ამ დრომდე სამართლადმცველების ალყაშია. აქციის მონაწილეებისთვის უკვე მეორე დღეა პორტთან მისასვლელი გზები და ბათუმის ცენტრი გადაკეტილია. 

რუსული ლაინერის  მგზავრებს გემზე ასვლაც ხალხმრავალი პროტესტის ფონზე მოუწიათ. ახლა ყველა ელოდება, როდის დატოვებს „ასტორია გრანდე“ და მისი არასასურველი სტუმრები ბათუმის პორტს. 

არსებული ინფორმაციით, ეს რუსული  ლაინერის ბოლო კრუიზია ბათუმში. „ასტორია გრანდეს“ განრიგში დღეიდან ქართული პორტი აღარ ფიგურირებს. 
რუსი პროპგანდისტების დიდმა ნაწილმა გემის დატოვება დღეს ვერც კი გაბედა. მათ ბათუმის დატოვება ქართული სამზარეულოსა და ღვინის ტურის გარეშე მოუწევს. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.