ქართული პოლიცია რუსების სადარაჯოზე და მასობრივი დაკავებები ბათუმში
ბათუმში დაკავებული 23 ადამიანის ადგილსამყოფელს ადვოკატები და ოჯახის წევრები იზოლატორებში ამ დრომდე ეძებენ. პოლიცია აკავებდა დღეს ყველას, ვისი გამოხატვის ფორმაც არ მოსწონდა.
რკინის ჯებირების მონტაჟი სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ გუშინ, მას შემდეგ დაიწყეს, რაც იქ საპროტესტო აქცია დაანონსდა. ბათუმშია მობილიზებული მთელი დასავლეთ საქართველოს პოლიცია: სპეცდანიშნულების რაზმები და სპეცტექნიკა.
მასობრივი მობილიზაციის მიუხედავად, პროტესტი ხმა გომელაურის ასეულობით თანამშრომელმა მაინც ვერ ჩაახშო. აქციის მონაწილეები ბათუმის პორტში რუსული გემის შემოსვლას აპროტესტებდნენ.
ბათუმის დასათვალიერებლად და ქართული ღვინის დასაგემოვნებლად გემიდან გადმოსულ რუს პროპაგანდისტებს აქციის მონაწილეების კორიდორის გავლა უწევდათ. შს სამინისტროს წარმომადგენლები სირბილით მისდევდნენ ავტობუსებს, რომ იქ მყოფი მგზავრების კომფორტი არ დარღვეულიყო. აქციის მონაწილეებს მასობრივად აკავებდნენ. სამაგიეროდ, პოლიცია შორიდან უყურებდა იმ რუსებს, ვინც ქართველებს შეურაცხყოფას აყენებდა და ქვებს უშენდა.
ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას რეპორტაჟში.