რუსული გემის საეჭვო მარშრუტი - „ასტორია გრანდე“ ბათუმის პორტში კანონდარღვევით შემოვიდა

31.07.23 20:16
რუსული გემის საეჭვო მარშრუტი - „ასტორია გრანდე“ ბათუმის პორტში კანონდარღვევით შემოვიდა

 

 

 

რატომ გაითიშა რადარებიდან რუსული გემი ბათუმში შემოსვლამდე -  ირკვევა, რომ საკრუიზო ლაინერი პორტში კანონდარღვევით  შემოვიდა. ნებისმიერი გემის გადაადგილება სპეციალური პროგრამით კონტროლდება, თუმცა საქართველოს ტეროტორიულ წყლებში შემოსვლამდე „ასტორია გრანდემ“ სისტემა გათიშა და საათნახევრის განმავლობაში მისი მდებარეობა გაურკვეველი იყო. 

რაში დასჭირდა რუსულ გემს რადარებიდან გაქრობა - ამ კითხვაზე პასუხი პროფესიონალ მეზღვაურებს აქვთ. რუსული ლაინერის მიმალვა, სავარაუდოდ, ბათუმში დაანონსებულ პროტესტს მოჰყვა. გემის ეკიპაჟი ისე ცდილობდა პორტში შესვლას, რომ მისი გადაადგილების მარშრუტი არ დაფიქსირებულიყო.  

სპეციალისტების განმარტებით, სისტემის გათიშვა საერთაშორისო კანონმდებლობით ისჯება და გემი ავტომატურად საეჭვო ტრანსპორტის სიაში ხვდება. ამის მიუხედავად, ქართველ მესაზღვრეებს  რუსული გემის მალულად შემოსვლაზე რეაგირება არ ჰქონიათ. „ასტორია გრანდეს“ სრული პატივით დახვდნენ და ასევე აცილებენ.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.