კახური კლანის გავლენები რეგიონში - დედოფლისწყაროში ბაზარს ხალხის ფულით მოაწყობენ
კახური კლანის გავლენები რეგიონში - ბიზნესმენს, სავარაუდოდ, პრემიერის მამის ახლო გარემოცვიდან, ბაზარს სახელმწიფო ურემონტებს. დედოფლისწყაროში მდებარე ობიექტი კერძო საკუთრებაა, მაგრამ მისი რეაბილიტაციისთვის მილიონ 640 ათას ლარზე მეტი ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს. ანუ ბაზარს რაიონის ცენტრში ხალხის ფულით მოაწყობენ.
მერი ამტკიცებს, რომ ობიექტის რეაბილიტაცია პროექტის "გაახლებული რეგიონის" ფარგლებში მოხვდა, თუმცა რთული სათქმელია, რომ არა ტარიელ ღარიბაშვილთან ახლობლობა, გაურემონტებდნენ თუ არა ბიზნესმენს მის კუთვნილ ფართს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.