რუსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი აქციის ფონზე დატოვა

31.07.23 20:29
რუსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი აქციის ფონზე დატოვა

 

 

 

რუსულმა საკრუიზო ლაინერმა "ასტორია გრანდემ" ბათუმის პორტი დატოვა. საქართელოს მოქალაქეებმა რუსული გემი აქციის ფონზე გააცილეს. პროტესტის მონაწილეებს ადგილზე საპროტესტო ბანერები ჰქონდათ მიტანილი, გაჟღერდა ევროკავშირის და საქართველოს ჰიმნებიც. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.