უკრაინელი ქალი, რომელიც დღეს ბათუმში ანტირუსულ აქციაზე დააკავეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს

31.07.23 20:40
უკრაინელი ქალი, რომელიც დღეს ბათუმში ანტირუსულ აქციაზე დააკავეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს

უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღეს ბათუმში ანტირუსულ აქციაზე დააკავეს, შეუძლოდ გახდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინის მოქალაქეს ხელბორკილი მხოლოდ იმიტომ დაადეს, რომ პროტესტზე უკრაინული დროშით მივიდა და აგრესორის მიმართ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ქალს დროშა და პირადი ნივთები ჩამოართვეს და ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვეს.