უკრაინული მედია ბათუმში მათი თანამოქალაქის დაკავების შესახებ წერს
ბათუმში, ანტირუსულ აქციაზე უკრაინელი ქალის დაკავების შესახებ უკრაინული მედია წერს. „უნიანის“ ცნობით, მათ მოქალაქეს, რომელიც იზოლატორში იმის გამო მოათავსეს, რომ ბათუმში რუსული ლაინერი შესვლას აპროტესტებდა, დედა ვერ უკავშირდება.
ცნობილია, რომ მარინა ჩობანიანი დაკავების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ისევ იზოლატორში დააბრუნეს. მას პოლიციამ პირადი ნივთები ჩამოართვა.
მარინა ჩობანიანი საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობს.