ანტირუსულ აქციაზე დაკავებულების უმრავლესობას დაზიანებები აღენიშნებათ - ადვოკატები
ანტირუსულ აქციაზე დაკავებულები სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან. საქართველოს 20 , უკრაინის 2 და ისრაელის 1 მოქალაქე ბათუმის გარდა სენაკის, ზუგდიდის და ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჰყავთ გადანაწილებული.
ადვოკატების ინფორმაციით, დაპატიმრებულების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. უკრაინის მოქალაქეს საავადმყოფოში გადაყვანაც კი დასჭირდა. ნაცემია პარტია "დროას" წევრი გენრი დოლიძეც. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაზიანებები სახესა და კიდურებზე აღენიშნება.
23 მოქალაქეა ამ დროისათვის დაკავებული. აქედან 2 არის უკრაინის მოქალაქე. ერთ-ერთი ქალბატონი, ასევე უკრაინის მოქალაქე გადაყვანილია კლინიკაში ამ დროისთვის და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ის გახდა ცუდად და ამიტომ ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში. აქვთ, დაზიანებები აღენიშნებათ, ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ სწორედ დაკავების პროცესში მოხდა მათი დაზიანება და შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას. რაც შეეხება ადგილმდებარეობას დაკავებულების, ამ დროისთვის ნაწილზე ინფორმაცია გავქვს თუ სად არიან, ნაწილთან ვერ გავდივართ კონტაქტზე. ამ ინფორმაციას უწყებები არ გვაწვდიან ა ამიტომ ვერ ვახერხებთ, რომ მათთან დროული კომუნიკაცია გვქონდეს, - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე" უკვე მეორედ შემოვიდა. ამჯერად გემზე რუსი პროპაგანდისტები და პუტინის მეხოტბე არტისტები იმყოფებოდნენ. მოქალაქეები რუსულ გემს საპროტესტოა აქციით შეხვდნენ. შსს-მ პორთან პოლიციელთან უპრეცედენტო რაოდენობა მოაბილიზა. ანტირუსული შეძახილების გამო ჯამშ 23 ადამიანი დააკავეს. საბოლოო ჯამში, გემმა პორტი დაგეგმილზე ადრე დატოვა.