12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 1 შესრულდა - მესამე სექტორის ერთობლივი ანგარიში

01.08.23 12:13
12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 1 შესრულდა - მესამე სექტორის ერთობლივი ანგარიში

რას აკეთებს ხელისუფლება 12 რეკომენდაციას შესასრულებლად - ანგარიშს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია წარადგენს. დოკუმენტის თანახმად, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან "ოცნებამ" სრულად მხოლოდ 1 შეასრულა, 2 კი ნაწილობრივ.

სამოქალაქო საზოგადოება მთავარ გამოწვევად  სასამართლოს რეფორმას, მედია თავისუფლებას და დეპოლარიციას ასახელებს.

შეფასების მეხუთე დოკუმენტის წარდგენისას არასამთავრობოებმა თქვეს, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო.

შესასრულებელი გრჩება 2 პირობა, ერთი, ეს არის დეპოლარიზაცია და მეორეა დეოლიგარქიზაცია. აქამდდე იყო 4 და შესაბამისად, ეს შემცირდა. პოზიტიური ნაწილი არის ის, რომ ცოტათი პროგრესი შეიმჩნევა მედიის ნაწილში, რაც, ბუნებრივია, დიდწილად უკავშირდება ნიკა გვარამიას შეწყალებას და მეორე ნაწილის ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პასუხისმგებლობა, ხხელისუფლებაზე, ცხადია, რომ მოდის ამ 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით. თუმცა ცხადია, რომ რომცა იგივე დეპოლარზიაციას ეხება საქმე, მთავარი და ლომის წილი მოდის ხელისუფლებაზე, თუმცა აქ სხვა აქტორებსაც თავისი სატქმელი აქვთდა თავისი ნაბიჯები აქვთ გადასადგმელი, - ამბობს "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

არასამთავროები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გონს მოეგოსდა დარჩენილ დროში აქტიური ნაბიჯები გადადგას.