ბათუმის სასამართლოში ანტირუსულ აქციაზე დაკავებული ლევან ანთიძის პროცესი იწყება

01.08.23 13:19
ბათუმის სასამართლოში ანტირუსულ აქციაზე დაკავებული ლევან ანთიძის პროცესი იწყება

ანტირუსულ აქციაზე დაკავებული ილია ანთიძის პროცესი ბათუმის სასამართლოში ცოტა ხანში გაიმართება. ილია ანთიძე ენმ-ს წევრის, ლევან ანთიძის შვილია.

ჯერჯერობით ისევ უცნობია, როდის და სად გაიმართება დანარჩენი დაკავებულების პროცესი. ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების ადგილსამყოფელის შესახებ ინფრომაციის მიღება შსს-გან გაუჭირდათ.

გუშინ დღის განმავლობაში შსს-გან ვერ მივიღეთ ინფორმაცია დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ. დაკავებულების ადგილსამყოფელი ჩვენთვის ცნობილი გახდა მათი დროებით იზოლატორში მოთავსების შემდგომ. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების მონახულება ვერ მოვახერხეთ, რადგან გადაყვანილები არიან ზუგდიდში ამ ეტაპისთვის, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ასევე ფოთში და ოზურგეთის განყოფილებებში. ახლა ვიწყებთ მზადებას სასამართლო პროცესისთვის.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ძირითად ნაწილს არ აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, თუმცა რამდენიმე მოქალაქეს აღენიშნებოდა და ერთ-ერთი მოქალაქე იმყოფებოდა ასევე სამედიცინო შემოწმებაზე, - ამბობს ადვოკატი. 

 

ცნობილია, რომ დაკავებულების ნაწილს დაზიანებები აღენიშნება. ამის მიუხედავად, კაციტაძის უწყებას პოლიციელების სავარაუდო გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია.