ერთი დაღუპული და ოთხი დაშავებული - უმძიმესი ავარია ქობულეთში

01.08.23 13:40
ერთი დაღუპული და ოთხი დაშავებული - უმძიმესი ავარია ქობულეთში

დღეს დილით ქობულეთში, სოფელ კოხიდან მომავალი ავტომობილი ხევში გადავარდა რის შედეგადაც დაიღუპა ერთი, ხოლო ოთხმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, სოფელ კოხიდან მომავალ ავტომობილში ახალგაზრდები ისხდნენ, რომლებიც მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნებისას კი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.