18 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ხელვაჩაურში რძალი მოკლა

01.08.23 14:43
18 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ხელვაჩაურში რძალი მოკლა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კაცს, რომელმაც ხელვაჩაურში რძალი მოკლა, 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით რძალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე დაიღუპა. 

კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109 -ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.