პოლიციელები ნეკნებისა და ბარძაყის მიდამოებში მირტყამდნენ - ბათუმის აქციაზე დაკავებული

01.08.23 15:24
პოლიციელები ნეკნებისა და ბარძაყის მიდამოებში მირტყამდნენ - ბათუმის აქციაზე დაკავებული

რამდენიმე წუთის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ბათუმში აქციაზე დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესები 7 და 8 აგვისტოს გადაიდო. მიზეზი არასაკმარისი მტკიცებულებებია. მათ შორისაა, ენმ -ს წევრის, ლევან ანთაძის შვილი, ილია ანთიძეც. 

ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან  ძალადობის მსხვერპლი უმიზეზოდ გახდა, მათ შორის, მაშინაც, როცა ის უკვე საპატრულო პოლიციის ავტომობილში მოათავსეს. ილია ანთაძეს სხეულზე სისხლნაჟღენთები ახლაც აღენიშნება.

არანაირი მიზეზი არ მიმიცია პოლიციისთვის, რომ გაეცათ დაკავების ორდერი. დამიჭირეს, გამისწორდნენ ფიზიკურად, ფიზიკური შეურაცხყოფა და აგრეთვე სიტყვიერი მომაყენეს (პოლიციელები ნეკნებისა და ბარძაყის მიდამოებში მირტყამდნენ)  და შემდეგ უკვე სამმართველოში გამიშვეს, რის შემდეგაც დრეს წარვდექი სასამართლოზე და ჩემი სასამართლო გადაიოდ, რადგან საქმის მასალების შეგროვებისთვის საკმარისი დრო არ მქონდა. უბრალოდ ვიდექი და წინ კაცს ეჭიდავებოდნენ, რა დროსაც ვთქვი, რომ ბაბუასტოლა კაცს როგორ ექცევით-თქო და ამ დროს უკნიდან პოლიციელი მომადგა და შემაგდო პოლიციელებში, - ამბობს ილია ანთიძე.