როგორი ამინდი იქნება 5 აგვისტომდე

01.08.23 16:05
როგორი ამინდი იქნება 5 აგვისტომდე

გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების პროგნოზს აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, 5 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. გარდა ამისა სინოპტიკოსები, აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვასაც ვარაუდობენ.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +28, +33 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +36, + 38 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 4 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.