აფხაზეთში საცურაო კოსტიუმით საჯარო სივრცეში სიარული აიკრძალა
ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში "არასათანადო ფორმით" გამოჩენისთვის ჯარიმა წესდება - ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მარიონეტული ხელისუფლების მიერ მიღებული "კანონის" თანახმად, პირველი აგვისტოდან, ტურისტები, რომლებიც ქუჩებში, სკვერებში, პარკებში შიშვლები ან საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილები ივლიან, 6 ათასი რუბლის ოდენობით დაჯარიმდებიან. გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას ასევე ეკრძალება "საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასათანადო ფორმით გამოჩენა".