ანტირუსულ აქციაზე დაკავებულ უკრაინელ ქალს დაზიანებები აღენიშნება - ადვოკატი

01.08.23 17:24
ანტირუსულ აქციაზე დაკავებულ უკრაინელ ქალს დაზიანებები აღენიშნება - ადვოკატი

უკრაინელი ქალს, რომელიც ბათუმში ანტირუსულ აქციაზე მიიყვანეს, დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ მისი იურისტები საუბრობენ. მათი თქმით, ქალი იმდენად შეუძლოდ იყო, რომ კლინიკაში გადაყვანა რამენჯერმე დასჭირდა.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქე ქართველი სამართალდამცველების მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამს.

გარკვეული პრეტენზიები გამოტქვა ძალის არაპროპორციულობასთან დაკავშირებით დაკავების დროს. ასევე მიუთითებდა დაზიანების არსებობაზეც. პრობლემა იყო შსს-თან კომუნიკაციის ნაწილში, ვერ ხერხდებოდა მათი ადგილსამყოფელის დადგენა, - ამბობს ადვოკატი.  

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქის სასამართლო პროცესი წუთი წუთზე დაიწყება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, დააკისრებს ჯარიმას თუ 15 დღიან პატიმრობაში გაუსვებს, ცნობილი ცოტა ხანში გახდება.