ხელშეუხებელი სასამართლო კლანის გავლენები ახალ მასშტაბებზე გადის

01.08.23 20:39
ხელშეუხებელი სასამართლო კლანის გავლენები ახალ  მასშტაბებზე გადის

 

 

კლანის გავლენების საგანგაშო ტენდენცია - ყველა საქმე, რომლის განხილვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა საბჭოს სასარგებლოდ დასრულდა,  გამონაკლისი მხოლოდ ერთი იყო.  ჩნდება კითხვა - ყველა შემთხვევაში  გამარჯვებულის სტატუსი იუსტიციის საბჭოსთვის ნიშნავს სწორ პოზიციაზე ყოფნას, თუ ხარვეზს მართლმსაჯულებაში? სპეციალისტები, ვინც კვლევა ჩაატარეს,  ამბობენ, რომ ეს არის სასამართლოს მიმართ ნდობის დაკარგვის წინაპირობა და კლანის გავლენების კიდევ ერთხელ დემონსტრირება.