ყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღება - დაკავებულია 2 პირი

02.08.23 10:05
ყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღება - დაკავებულია 2 პირი

ყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფრმაციას ფინანსტა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ სქემაში ჩართულ სხვა ადამიანების ვინაობასაც ადგენს. 

უწყების ცნობით, ბრალდებულები 2022 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლიეს ივლისის თვემდე სისტემატურად ასაღებდნენ ყალბ ერთლარიან მონეტებს. ჯამში ამოღებულ იქნა  524 ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა.
 
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი.       
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, 2022 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის პერიოდში, სისტემატურად ასაღებდნენ ყალბ ერთლარიან მონეტებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა  524 ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ყალბი მონეტების დამამზადებლისა და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.