უწყლობა და სამედიცინო მომსახურების არქონა - საგანგაშო მდგომარეობა ქალთა ციხეში

02.08.23 11:11
უწყლობა და სამედიცინო მომსახურების არქონა - საგანგაშო მდგომარეობა ქალთა ციხეში

პრობლემები ქალთა ციხეში - სახალხო დამცველის აპარატი საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პატიმარ ქალებს არაერთი პრობლემა აქვთ. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყლობაა. მსჯავრებულებს ხშირად ბანაობა ცივი წყლით უწევთ და ისიც კვირაში ორჯერ. 

პატიმრები და აწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები იძულებულნი არიან, წყლის მარაგი შეინახონ სხვა და სხვა სახის ჭურჭლით. პატიმართა გადმოცემით არის შემთხვევები, როდესაც შხაპის მიღებისას მოულოდნელად წყალი წყდება და ასეთ შემთხვევაში მათ ჭურჭელშ შენახული ცივი წყლით უწევთ ბანაობის გაგრძელება. პატიმრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ დახურული ტიპის საცხოვრებელ კორპუსში შხაპის მიღების უფლება ეძლევათ კვირაში ორჯერ და ისიც ერთ ჯერზე არაუმეტეს 20 წუთის ხანგძრლივობით. დახურულ ნაწილში მყოფი პატიმარი ქალები, სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ითხოვენ ყოველდღიური დაბანის შესაძლებლობის მიცემას, - ნათქვამია ანგარიშში. 

უკმაყოფილების მიზეზია სამედიცინო მომსახურებაც. მონიტორინგით დადგინდა, რომ მსჯავრდებულებს ამ მომსახურების მიაღებად რიგში დგომა თვეების განმავლობაში უწევთ.

ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია კი პირდაპირ ამბობს, რომ წყალზე და ჰიგიენურ საშუალებებზე წვდომა თითოეული პატიმრის უფლებაა. მისი თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა ეს საკითხი უნდა უზრუნველყოს. 

ლომჯარია ასევე ამბობს, რომ პატირებს გარე სამყაროსთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება უნდა ჰქონდეთ, რადგან ეს მათი რესოციალიზაციისთვის არის მნიშვნელოვანი.  

სუფთა წყალზე და ჰიგიენის საშუალებებზე წვდომის უფლება, ეს არის პატიმრების უფლება, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს. და რადგან ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ მათ აქვთ შეზღუდული წვდომა წყალზე, ეს არის, რა თქმა უნდა, პატიმრების უფლებების დარღვევა და მნიშვნელოვანია, ამ საკითხს დროულად მიექცეს ურადღება. რაც შეეხება კომუნიკაციის დროის გაზრდას, სახალხო დამცველის აპარატი ყოველთვის მხარს უჭერს პატიმრებისთვის კომუნიკაციის შესაძლებლობის გაზრდას გარე სამყაროსთან, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშნელოვანი მათი რესოციალიზაციისთვის, მათი პირადი ცხოვრების დაცვისთვის, რომ კავშირი ჰქონდეთ ოჯახის წევრებთან, შვილებთან, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციებს ვიზიარებ, - ამბობს ნინო ლომჯარია

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მონიტორინგი მიმდინარე წლის 1 და 2 მაისს ჩაატარეს.