სასამართლომ ანტირუსული აქციის მონაწილეების გასამართლება დაიწყო

02.08.23 13:39
სასამართლომ ანტირუსული აქციის მონაწილეების გასამართლება დაიწყო

სასამართლომ ანტირუსული აქციის მოანწილეების გასამართლება დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი, ვინც ოკუპაციის მხადამჭერი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლა გააპროტესტა, უკვე სასამარათლოშია. დღეს  გადაწყვეტილება, სავარუდოდ, 7 საქემზე გამოცხადდება.  ყველას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედვაბიან.

დაკავებულები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ. ამის მიუხედავად, არცერთი სამართალდამცავი ამ დრომდე გამოკითხული არ არის. 

პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე რეგირებას არსამთვრობო სეტქორიც ითხოვს. 

 ძალიან მკაფიო და მკაცრი კონტროლია სასამართლოს მხრიდან გასაწევი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად საჭირო იყო ამდენი ადამიანის დაკავება და მათი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა. ძალიან ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც პოლიცია შემთხვევითობის პრინციპით იყვანს ადამიანებს. რამდენიმე მოქალაქე საუბრობს მათ მიმართ  ფიზიკური ძალის გამოყენებაზე მას შემდეგ, რაც ისნი დააკავეს ანუ პოლიციამ იძალადა ამ ადამიანებზე და აუცილებელია ამაზეც სწრაფი გამხმაურება, - ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე. 

პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე საუბრობს ოპოზიციაც. "ლელოს" გენერალური მდივანი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" ქვეყანში რუსეთის ინტერესებს ატარებს. 

„ქართული ოცნების“ პოლიციამ ბათუმში აქციის დარბევის დროს გადააჭარბა უფლებამოსილებას, დააკავეს 23 ადამიანი, რომელთაგანაც ნაწილს აგინეს, სცემეს და ამას აკეთებდნენ პოლიციის უფროსები, სამმართველოს ხელმძღვანელები საჩვენებლად იმისთვის, რომ ეს აგრესია სამაგალითო გახდეს სხვა პოლიციელებისთვის. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე, რომელიც ემსახურება რუსუსლ ინტერესებს ამ ქვეყანაშ, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.