დედამ, რომლის აბიტურიენტ შვილს NAEC-ი დამატებით გამოცდას არ უნიშნავს, შიმშილობა გამოაცხადა

02.08.23 14:36
დედამ, რომლის აბიტურიენტ შვილს NAEC-ი დამატებით გამოცდას არ უნიშნავს, შიმშილობა გამოაცხადა

დედამ, რომლის აბიტურიენტ შვილს NAEC-ი დამატებით გამოცდას არ უნიშნავს, შიმშილობა გამოაცხადა. ქალი გამოცდების ეროვნული ცენტრისგან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს. 

"გთხოვთ გაავრცელოთ!

მე ინგა ბაშიროვი ამ წუთს გადავწყვიტე გამოვიყენო ჩემი ბოლო უფლება. სიცოცხლის უფლება.

მე ვიშიმშიკებ მამამ სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდეობას. ამასთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე ვთხოვ ყველა ქვეყნის საელჩოს მისცენ ჩემს შვილს საშუალება იცხოვროს ისეთ ქვეყანაში სადაც მისი მკურნალობის და გაბათლების მიღების უფლება არ დაირღვევა", - წერს ინგა ბაშაროვი.

ირკვევა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უარს ამბობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე. 

საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა. ირკვევა, რომ ახალგაზრდას რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულებაგამო.

ცნობისთვის, ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე.