გადამათრიეს სახით მიწაზე, კისერზე ფეხი დამადგეს, შემაგინეს - თორნიკე კვერენჩხილაძე ბათუმის მოვლენებზე

02.08.23 15:14
გადამათრიეს სახით მიწაზე, კისერზე ფეხი დამადგეს, შემაგინეს - თორნიკე კვერენჩხილაძე ბათუმის მოვლენებზე

"გადამათრიეს სახით მიწაზე, კისერზე ფეხი დამადეს, ვერ ვახერხებდი, ამომესუნთქა,  ვეუბნები - ვერ ვსუნთქავთქო - ახლა "ვერ სუნთქავ შენი დედას ******" დამაყოლა ზემოდან ერთ-ერთმა სამართალდამცავმა"- ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე პოლიციელების მხრიდან სასტიკ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

კვერენჩხილაძე იხსენებს, რომ ბათუმში ანტირუსული აქციაზე მისი დაკავების ბრძანება კრიმინალური პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ გასცა. 

რაღაც მომენტში ჩოჩქოლი ატყდა, ბარიერი არ გადამილახავს, ამასობაში შემომხედა იმ ახალგაზრდა კაცმა (ირაკლი დგებუაძემ) და ეს დაიჭირეთო. დგებუაძე იყო მიმთითებელი, მაგრამ დაჭერას ხომ გააჩნია, ისინი არ იყვნენ პოლიციელები, მე ვინც დამიჭირა, კუნთმაგარი უზრდელი ბიჭები ყიყვნენ. გადამათრიეს სახით მიწაზე, კისერზე ფეხი დამადეს. ფეხი დამადეს ზურგზეც. ამდენ გაწევ-გამოწევაში სუნთქვა შემეკრა, ვერ ვახერხებდი, რომ ამომესუნთქა.  ვეუბნები - ვერ ვსუნთქავ-თქო და ახლა ვერ სუნთქავ შენი დედას ****** დამაყოლა ზემოდან ტიპმა, პოლიციელმა თუ სპეცრაზმელმა, - ამბობს თორნიკე კვერენჩხილაძე.

რაც შეეხება პოლიციის სამმართველოში განვოთარებულ პროცესებს, აქციის მონაწილე "პირველებთან" იხსენებს, რომ აქ სამართალდამცავები რუსებს აგინებდნენ, თუმცა არვ ჰქონდათ პასუხი, რატომ დაიჭირეს ის. 

მიმიყვანეს პოლიციის სამმართველოში, სადაც მოვიდა ერთ-ერთი პოლიციელი და ჩამეხუტა. მეუბნება, შენ ვინ და რისთვის დაგიჭირაო, მეთქი რუსს ვაგნებინებდი-თქო და რუსების დედა ******* პოლიციელმა მითხრა. რამდენი სამართალდამცველი შემოვიდა იმ ოთახში ყველა აგინებდა რუს და მაშინ მე რატომ მიჭერ, შენც თუ რუსს აგინებ მე რატომ მიჭერ, რისთვის?!"- დასძინა აქციაზე დაკავებულმა ჟურნალისტმა. 

თორნიკე კვერენჩხილაძის განცხადებით, მათი სასამართლო პროცესი 9 აგვისტოს ჩაინიშნა. 

2008 წელს,ომში მყოფი ადამიანი აგინებდა რუსს და ამისთვის როგორ უნდა გამასამართლონ" - ამბობს ჟურნალისტი. 

პროცესები გადადებულია-ოკუპაციის მხარდამჭერი რუსების გამო დაკავებული  სამოქალაქო  აქტივისტები დროებით თავისუფლებაზე რჩებიან.  ყველა საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გამოცხადდება.    რუსი ოკუპანტების შეწუხებისთვის ჩოლურის უწყებამ რეპრესიები 22-მდე ადამიანს  მოუწყო. ყველა მათგანი ამბობს, რომ პოლიციამ ცემა და ყველას. ყველას 15 დღიანი პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.