ამერიკის დროშას გაგიკეთებ უკანო, მკვდარ დედას აგინებდა - გამაოგნებელი ამბები ბათუმიდან
ბათუმში, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე, გენრი დოლიძე პოლიციის მხრიდან ძალადობის გამაოგნებელ დეტალებს უყვება.
"დროს" წევრი, გენრი დოლიძე ამბობს, რომ პოლიციამ ჯერ აგინა, შემდეგ ბარიკადების შიდა ტერიტორიაზე შეათრია და კამერებს მიღმა ფიზიკურად გასწორდა.
უშვერი სიტყვებით მაგინებდნენ, შემათრიეს ბარიკადების შიგნით, შემომარტყეს ალყა, რომ არ დაენახა კამერებს და გარშემომყოფებს, როგორ ძალადობდნენ ჩემზე. გადამიგრიხეს, შემიკრეს უკან ხელები, მომიჭირეს ხელბორკილები, დამაგდეს ეს ხელშეკრული ადამიანი ქვაფენილზე, სახე დამადებინეს ამ ქვაფენილზე, ფეხი დამადგეს თავზე, ზურგზე, შეკრულ ხელებზე, ფეხებზე, მაჭერდნენ ძალით მირტყამდნენ მაგინებდნენ.
მოვიდა ეს ადამიანი და თქვა რომელია თავი ამაწევინეს ფეხი აწია ვისაც ჩემს თავზე ფეხი ეფარა და როდესაც მიცნო ირაკლი დგებუაძემ მე, რომ პოლიტიკურად აქტიური პიროვნება ვარ და გენრი დოლიძე ვარ მას შემდეგ ჰქონდა რეაქცია რომ აი ეს, შემაგინა გაჭრილად და შემამკო უშვერი ენით აღუწერელი სიტყვებით და წიხლი მითავაზა სახეში"- ამბობს დოლიძე.
მისი თქმით, დაკავების იზოლატორში სახეში არ ურტყამდნენ, რომ ძალადობის კვალი ხილული არ ყოფილიყო. მისი თქმით, აჭარის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი დაკავებულს "მკვდარ დედაზე აგინებდა".
დააჩნდებაო, ის კი არა რატიმ ურტყამო, თვითონაც მირტყამდნენ, დააჩნდებაო. დაგდებული და გადამარჩინა იმან, რომ სხვა დაკავებული შემოიყვანეს და დგებუაძის ყურადღება სხვამ მიიქცია. მივიდა და მას ეუბნებოდა ასეთ სიტყვას, რომ ამერიკის დროშას გაგიკეთებ უკან და საშინელი სიტყვებით აგინებდა, ასევე აგინებდა ერთ-ერთი დაწვენილ აქტივისტს, რომელიც ეუბნებოდა რომ მკვდარი მყავს დედა და ნუ მაგინებო და მკვდარ დედას აგინებდა", - ამბობს გენრი დოლიძე.