მთავრობა ამტკიცებს, რომ ინფლაცია შემცირდა - რატომ არ იაფდება პროდუქტი?
პრემიერის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ალაპარკდა. ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ ინფლაცია შემცირდა და პროდუქტებზე ფასებიც იკლებს. ამის შესახებ მან მონეტარული პოლიტიკის სხდომის შემდეგ განაცხადა.
საპირისპიროს ამბობენ ეკონომისტები. სპეციალისტების თქმით, თუკი იფლაციის მაჩვენებელი იკლებს, ეს პროდუქტების ფასების კლებაზეც უნდა აისახოს, რაც არ ხდება. მათი თქმით, ეს მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია.
ის ეფექტი, რომელიც გვაქვს ინფლაციასტან მიმართებაში არის დროებითი. იმისთვის, რომ ფასებზე ასახვა ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ და რეალურად, ფასების ზრდა შეჩერეს ან კლება დაიწყოს, ამისთვის საჭიროა, რომ ის მიზეზები, რომელიც ინფლაციის სტაბილურობას გამოიწვევს იყოს გრძელვადიანი და ეს მიზეზები იყოს მთავრობის პოლიტიკის ნაწილი. სინამდვილეში, ახლა რაც ხდება, ეს მტავორბის ოლიტიკის ნაწილი არ არის, - ამბობს "ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი.
ეკონომისტები ფასების კლებასთან აკავშირებით დამაიდებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ.
2023 წლის ბოლოსთის ველოდებით ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას 4-5% ფარგლებში, მაგრამ ფასები მაინც ვერ მოიკლებს და სადღაც ეკემბრის ბოლოს, როცა ეს აისახება, ფასები იქნება იმაზე მეტი პროდუქტებსა და მომსახურებაზე, ვიდრე ჩვენ გვაქვს ახლა, - ამბობს ნიკა შენგელია.
მოსახლეობა კი ამბობს, რომ პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება და ასევე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასები მედიკამენტებზე.
82 წლის ვხდები, მე არ მინდა ხილი? მაგრამ ვერ ვყიდულობ. სიმინდზე დამიკლეს ფასი და ამიტომ ვიყიდე. ცოდონი არ ვართ, მართლა და მართლა? ასე გაუბედურება? გამოჰკითხეთ ერთი, რა მდგმარეობაშია ხალხი, - ამბობს მოქალაქე.