ვითარება ქალთა ციხეში - იურისტების თქმით, ადმინისტრაცია პატიმრებზე ფსიქოლოგიურად ძალადობს
სახალხო დამცველის ანგარიშის შემდეგ, ქალთა საპატიმროში არსებულ არასათანადო პირობებზე უფლებადამცველები საუბრობენ. იურისტები, რომლებსაც დახმარების სათხოვნელად უამრავი პატიმარი მიმართავს, ამბობენ, რომ ციხის ადმინისტრაცია მსჯავრდებულებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. მსჯრდებულებს ეზღუდებათ საჩივრის დაწერის უფლებაც, რადგან კონფიდენციალურობა დაცული არ არის.
გამოწვევად რჩება სამედიცინო მომსახურებაც.
ყოველი პატიმარი, რომელსაც ვხვდებით ორგანიზაციის წარმომადგენლები, საუბრობენ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. თვითონ სისტემაში იმდენად ხდებიან თანამშრომლებში სიეთი განწყობებია, რომელიც ფსიქოლოგიურა წნეხავს პატიმრებს. კვლავ პრობლემად რჩება მთი მხრიდან რაიმე საკითხის გაპროტესტება. ფიქრობენ, რომ თუკი რაიმეზე პროტესტს გამოთქვამენ და თავიანთ კანონისმიერ უფლებაზე ისაუბრებენ, ფიქრობენ, რომ ეს გათიშავს მათ დაწესებულების მეგობრული დამოკიდებულებიდან, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა კობესაშვილი.
იურისტების შეფასებით, პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობამ N5 პენიტენციური დაწესებულება გამოაცხადა ციხედ, სააც მოხდა სარეაბილიტაციო პროცესი, თუმცა გამოწვევები კვლავ არსებობს.