პარალიზებული იუსტიციის სახლი - ვინ არის ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი
პარალიზებული იუსტიციის სახლი - ცრუ განგაშის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში დღეს ყველა სერვისი შეჩერებული იყო. იუსტიციის სახლს ბომბს ეძებდნენ. ალყაში იყო მთელი პერიმეტრი, განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. განგაში კი ანონიმური სატელეფონო ზარის შემდეგ გამოცხადდა. უცნობი პირი იტყობინებოდა, რომ იუსტიციის სახლში ბომბი იყო. ადგილზე მუშაობდნენ გამნაღმველები და კრიმინალისტები.
შსს-ს ამ დრომდე არ უთქვამს, ვინ არის ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი