ცივ წყალში ბანაობა და ლოდინი სამედიცინო მომსახურების მისაღებად - რა ხდება ქალთა მე-5 საპატიმრო დაწესებულებაში

02.08.23 20:30
ცივ წყალში ბანაობა და ლოდინი სამედიცინო მომსახურების მისაღებად - რა ხდება ქალთა მე-5 საპატიმრო დაწესებულებაში

 

 

ცივ წყალში ბანაობა და თვეების განმავლობაში ლოდინი სამედიცინო მომსახურების მისაღებად - რა ხდება ქალთა მე-5 საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდადებულები დახმარებას ითხოვენ. კვირაში ორჯერ შხაპი, ისიც მხოლოდ 20 წუთით. გარდა იმისა, რომ პატიმარ ქალებს ბანაობის დრო მკაცრად შეზღუდული აქვთ, ხშირად წყალიც უწყდებათ, ან ცივი შხაპის მიღება უწევთ. სახალხო დამცველის ანგარიშში ცალკე პრობლემად არის გამოტანილი  სამედიცინო მომსახურება. არის შემთხვევები, როდესაც მსჯავრდადებულებს თვეზე მეტი სჭირდებათ ლოდინი, რომ შესაბამისი ექიმის კონსულტაცია მიიღონ.