ღია ცის ქვეშ, საკვებისა და ფულის გარეშე - ქართველი მძღოლების აქცია ჰამბურგში
ღია ცის ქვეშ, საკვებისა და ფულის გარეშე - ორ კვირაზე მეტია გერმანიაში ქართველი მძღოლების მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს. ტრაილერები ქუჩაშია გაჩერებული. უკვე თვეებია, საქართველოს მოქალაქეები კუთვნილ ანაზღაურებას უშედეგოდ ელოდებიან. მძღოლებმა პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც დამქირავებელმა კომპანიამ მათ ხელფასების გადახდაზე საბოლოოდ უარი უთხრა. უფრო მეტიც, პოლონური კომპანია ქართველებს ტრაილერების გატაცებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. უკვე ორი კვირაა ქუჩაში დარჩენილ მძღოლებს საკვებს ადგილობრივი მოსახლეობა აწვდის.