ერთი ქვეყნის ორი რეალობა - რატომ არ იკლებს ფასები
ერთი ქვეყნის ორი რეალობა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამ სტატუსით დღეს პირველად გამოჩნდა და საზოგადოების დარწმუნებას ცდილობდა, რომ ქვეყანას "დიდი ეკონომიკური წინსვლა აქვს".
"რეფინანსირების განაკვეთი შემცირების ფონზე შემცირდა ფასები ბენზინზე, პროდუქტზე და მედიკამენტებზე"- ცენტრალური საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელის ეს განცხადება ხალხისთვის სრული მოულოდნელობა იყო. მოქალაქეები თურნავას ტყუილში ადანაშაულებენ და ეუბნებიან, რომ ფასები არათუ მცირდება, ყოველ დღიურად კატასტროფულად იზრდება. ისე რომ თვიდან თვემდე ადამიანებისთვის ოჯახების რჩენა სულ უფრო დიდი გამოწვევა ხდება.