უკრაინაში დაღუპულ არჩილ დევრისაშვილს საქართველოში ჩამოასვენებენ

03.08.23 09:54
უკრაინაში დაღუპულ არჩილ დევრისაშვილს საქართველოში ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, არჩილ დევრისაშვილს საქართველოში დღეს  ჩამოასვენებენ. ქართველ გმირს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, შაბათს კი კოჯრის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

არჩილ დევრისაშვილი 27 ივლისს, ბახმუტში დაბომბვისას დაიღუპა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეც იყო და უკრაინაში დანაყოფ ”შავ არწივში”ირიცხებოდა. 

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 48 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.